გსურთ გქონდეთ მუდმივი და მზარდი შემოსავალი და ამასთან, თქვენი დრო თვითონვე მართოთ, გყავდეთ კლიენტების საკუთარი ბაზა და ამასთან, მუდმივად გქონდეთ ტექნიკური მხარდაჭერა პარტნიორი კომპანიისგან? - მაშინ, თქვენ ჩვენი ინტეგრატორი უნდა გახდეთ!
ვინ არის ინტეგრატორი?
ინტეგრატორი ეს არის ჩვენს მიერ სერთიფიცირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელთანაც ვთანამშრომლობთ საპარტნიორო შეთანხმების საფუძველზე. ინტეგრატორის მოვალეობებში შედის კლიენტი კომპანიებისთვის, თბილისსა და რეგიონებში, სააღრიცხვო პროგრამასთან დაკავშირებული ტექნიკური მომსახურება.
როგორ უნდა გახდეთ ინტეგრატორი?
იმისათვის რომ გახდეთ ჩვენი პარტნიორი (ინტეგრატორი) თქვენს ქალაქში, საჭიროა:
- გაგაჩნდეთ ძირითადი ტექნიკური უნარები, კომპიუტერული პროგრამების ცოდნის კუთხით – რომელიმე სააღრიცხვო პროგრამის ან/და ექსელის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე info@erpcompact.ge
- პირველადი გადარჩევის საფუძველზე გაიაროთ უფასო ტრენინგი ჩვენს ტრენინგ-ცენტრში;
- ჩააბაროთ პროგრამის საკვალიფიკაციო გამოცდა, რის შემდეგაც გადმოგეცემათ ინტეგრატორის სერთიფიკატი.
რატომ უნდა გახდეთ ინტეგრატორი?
- ინტეგრატორები გაწეული სამუშაოდან მიღებულ შემოსავალს სრულად თვითონ იღებენ;
- ინტეგრატორები მუდმივად იღებენ კვალიფიკაციას ამაღლებას კომპანიისგან;
- ინტეგრატორები სამუშაო პროცესში მუდმივად იღებენ ჩვენგან მაღალი ხარისხის საპორტსა და მხარდაჭერას;
- ინტეგრატორები სამუშაო დროს თვითონვე მართავენ.